პინგვინები

ცივი ზღვის ტალღებს შორის, ყინულოვან ანტარქტიდაში ბინადრობენ. აქ მათი 17 სახეობაა გავრცელებული. ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემო პირობებს, ბუმბულს კი მანამ არ იცვლიან, სანამ ახალი არ ამოუვათ, ამიტომ პინგვინებს ყინვა არ ადარდებთ, მათ ყოველთვის „აცვიათ“ თბილი ბუმბულის საფარი; პინგვინებს კანქვეშ ქონის სქელი ფენა აქვთ, ამიტომ დიდხანს შეუძლიათ ცივ წყალში ცურვა და ხანგრძლივ მოგზაურობებსაც ხშირად აწყობენ (პინგვინები ცურავენ36 /სთ სიჩქარით)ცხოვრების 2/3-ს წყალში ატარებენ. ფრინველთა უმრავლესობისაგან პინგვინი იმით განსხვავდება, რომ სიარულისას სხეული შეუძლია ვერტიკალურ მდგომარეობაში დაიჭიროს, თუმცა პინგვინები ნელა, მოუხეშავად და სასაცილოდ დაბაჯბაჯებენ.

ცხენები


ლომები
ლომი — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.

ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს ()იშვიათად მეტს. ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობადი) მრავლდება.

პრაიდებად, რომელიც ითვლის, დაახლოებით, 12 ძუ ლომს და 5-6 ხვად ლომს. ოჯახს მართავს ყველაზე დიდი და ძლიერი ლომი. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. ხვადი ლომი ბევრად დიდია ძუ ლომზე და, მისგან განსხვავებით, აქვს სქელი და ხშირი ფაფარი. იმის გარდა, რომ ფაფარი ლომს მეტად შთამბეჭდავ იერს აძლევს, იგი ასევე იცავს კისრის ნაწილს მტერთან შეტაკების დროს. მონადირის მოვალეობები ძუ ლომებს აკისრიათ, რადგან ისინი ხვად ლომებწე მეტად წრაფები არიან. ცობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური. ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). ნადირობენ შებინდებისას და ღამით. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის.ძუ ლომები როგორც წესი აჩენენ 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. დაბადებისას ხალები აქვთ. მათ აღზრდაზე მთელი ოჯახის ძუ ლომები ზრუნავენ. დაახლოებით, სამი თვის ლომის ბოკვერები ხორცის ჭამას იწყებენ, თუმცა მომდევნო სამი თვის განმავლობაში განაგრძობენ ოჯახის წევრის რომელიმე ძუს რძით გამოკვებას.
ლეოპარდი და ავაზა

სხვადასხვა პოსტის კომენტარებში იმდენჯერ მომიწია ამ საკითხის ახსნა, რომ გადავწყვიტე, ერთი პოსტი დამეთმო.
თუკი თქვენთვის ლეოპარდი და ავაზა ერთნაირი ჩანს, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, მსოფლიოში უამრავ ადამიანს უჭირს მათი გარჩევა. დაუკვირვებელი ადამიანისთვის ეს მართლაც ძნელია, თუმცა მათ შორის მაინც არის შესამჩნევი სხვაობა, რომელსაც ამ პოსტში გაგაცნობთ. დავიწყოთ გარეგნობით.

ყველაზე მარტივი სხვაობა ჩემი აზრით არის ის, რომ ავაზას სახეზე ორი შავი ზოლი აქვს, ე.წ. “ცრემლის ხაზები”, რომლებიც იწყება თვალებიდან და პირთან მთავრდება (მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს მას განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს). გამომდინარე იქიდან, რომ ავაზა დღისით ნადირობს, ეს შავი ზოლები შთანთქავს სინათლეს და იცავს მას დროებითი სიბრმავისგან, სინათლის დიდი ნაკადის გამოსხივების შემთხვევაში. ლეოპარდს კი თვალის გარშემო თეთრი ზოლი აქვს. ეს თეთრი ზოლი ღამით მხედველობაში ეხმარება მას, გარშემო საგნებიდან არეკლილ სინათლეს აძლიერებს და უკეთ დაკვირვების საშუალებას აძლევს.
მეორე, ცოტა უფრო ძნელად შესამჩნევი სხვაობა ლაქებშია. ავაზას სახეზე ცოტა ლაქა აქვს, დანარჩენი სხეული კი მთლიანად ლაქებითაა მოფენილი. რაც შეეხება ლეოპარდს, მის ლაქებს სპეციფიკური ფორმა აქვს, რომელსაც გაშლილ ვარდს ადარებენ ხოლმე . მსგავსი ლაქები აქვთ ოცელოტს, იაგუარს, ლომს, ვეფხვს, ასევე ჰიბრიდებს – ლაიგერსა და ტაიგონს.
ზოგჯერ ავაზებში ადგილი აქვს მუტაციას და ჩნდება ე.წ. სამეფო ავაზა. მისი ლაქები ხშირად ერთიანდებიან და ზურგზე გრძელი ზოლები მიიღება, სხეულზე არსებული ლაქები კი ჩვეულებრივი ავაზისას არ ჰგავს.

ჩრდილოეთ პოლუსის ყინულები, რომელიც გადაჭიმულია რუსეთამდე, გრენლანდიამდე, ნორვეგიამდე, კანადასა და აშშ-მდე, თეთრი დათვის არასტუმართმოყვარე სამმშობლოს წარმოადგენს. თეთრი დათვი ერთ-ერთე უდიდესია დათვებს შორის. ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი — ყველაზე დიდი.
თეთრი დათვის ლათინური დასახელება ნიშნავს „ზღვის დათვს“, რადგან იგი გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც ყინულებიანი ზღვა ხვდება დედამიწას. წყალი მათთვის სახლივით არის. თეთრი დათვი საუკეთესო მცურავი და მყვინთავია. წყალში იგი 20 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, ხოლო წყალქვეშ ორი წუთის განმავლობაში ძლებს. წყალში მათ იცავთ კანქვეშა საიზოლაციო ცხიმის სქელი ფენა და წყალგაუმტარი ბეწვი.
.jpg)

ყველა ჟირაფს განსხვავებული ტყავის ფორმა აქვს ზრდასრული ჟირაფის ენა 30 სმ–ია ერთი ნაბიჯის გადადგმით ჟირაფი 4 მეტრს გადის ჟირაფს დღის 24 საათიდან 5–30 წუთი სძინავს საშუალოდ ჟირაფი 20–25 წელი ცხოვრობს ზრდასრულ მამალ ჟირაფს შეუძლია 50კგ. საჭმელი ჭამოს დღეში ჟირაფს შეუძლია ერთი ფეხის დარტყმით მოკლას ლომი ჟირაფის გული 11 კილოა ნებისმიერ ჟირაფს შეუძლია როგორც დაწოლილმა ისე ფეხზემდგომმა იმშობიაროს გააჩნია როგორ ხასიათზე ჟირაფი მარსიდან გადმოსახლებული მრავალსქესიანი ნანობოტია.
სპილო

კურდღელი

საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა - რუხი კურდღელი.
კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის
შემთხვევები და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბანლით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე თოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე-ნახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს და დღეს ძილში ატარებს, კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან, განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიც იპარებიან.
ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია.
კურდღელი საქართველოში მეტნაკლები რაოდენობით ყველგან, მთაშიც და ბარშიც გვხვდება - მთაში მისი გავრცელების არეალი თითქმის 2500 - 2700 მეტრ სიმაღლემდე აღწევს, იგი ძირითადად ვრცელ გაშლილ ადგილებს, ბორცვებს, მთისწინებს და ნახევარუდაბნოებს ეტანება. მასთან შეხვედრა ტყის მასივებშიც შესაძლებელია. განსაკუთრებით უყვარს . მინდვრები სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები.
საქართველოში კურდღლის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა, იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება.

კურდღელზე ნადირობის უამრავი წესი არსებობს, საქართვეეოში ძირითადად ნადირობენ მდევრებით (ძაღლებით) და კვალზე ნადირობა(უძაღლოდ).
მდევრებით კურდღელზე სანადიროდ ყველაზე მოსახერხებელი ადრიანი დილაა. როგორც ავღნიშნეთ კურდღელი ღამის ცხოველია, მას სადაც წამოათენდება იქ მოეწყობა და გაინაბება. ცნობილია რომ განაბული კურდღელი ძალიან უმნიშვნელო სუნს გამოსცემს, კარგად დაგეშილ ძაღლებს განაბული კურდღლის სუნის ყნოსვა 5 – 10 მეტრ მანძილზე შეუძლიათ. თავად კურდღელი მოახლოვებულ საფრთხეს და მოწინააღმდეგის სუნს შორ მანძილზე გრძნობს, ამიტომ უკეთესია სისხამ დილით კურდღელზე ნადირობისას ქარის საპირისპირო მიმართულებით ვიმოძრაოთ და ისე მოვჩხრიკოთ წინასწარ შერჩეული ტერიტორია. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და წარმატებული ნადირობის საწინდარია ნადირობის ადგილზე დილით ადრე მისვლა, ისე რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მისვლისას დაგვათენდეს. კურდღელზე სანადიროდ სასურველი და საუკეთესოა წყნარი უქარო დილაა, თუ კი გამთენიისას ოდნავ წამოწვიმა ეს მისწრებაა, რადგან ამ დროს ნადირის სუნს მდევრები უფრო მძაფრად აღიქვამენ. ზამთარში საუკეთესოა ახალი გაუკვალავი თოვლი. კურდღელზე ნადირობისათვის არასაურველი ამინდია, როდესაც გვალვაა დ არ არის ნამი. ზამთარში ალაგ-ალაგ შემორჩენილია თოვლი და მიწა გაყინულია, ძლიერი წვიმის შემდეგაც ხშირად ნადირობა უშედეგოდ მთავრდება ხოლმე რადგაკვალი ირეცხება. საერთოდ რთულია დაარახელსაყრელია ქარიან ამინდში ნადირობა. კურდღელზე სანადიროდ 2 – 3 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები საუკეთესოა, თუმცა ზოგი მონადირე უფრო წვრილ 4-5 ნომერს იყენებს.რაც შეეხება ფარით ნადირობას იგი ბრაკონიერობად ითვლება და ისჯება კანონით!
კურდღელზე ნადირობა დაშვებულია 1 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე.
Betway Sportsbook Promo Code & Review 2021 - JSHub
ReplyDeleteBetway has a sportsbook on 창원 출장마사지 the sports betting 경상남도 출장안마 market 안동 출장샵 in NJ. See all the details about its mobile app, bonus codes and the 나주 출장마사지 Betway bonus 김해 출장안마 Rating: 4 · Review by JTMRube