Tuesday, February 11, 2014

            
                                                          პინგვინები
  
ddd
ცივი ზღვის ტალღებს შორის, ყინულოვან ანტარქტიდაში ბინადრობენ. აქ მათი 17 სახეობაა გავრცელებული. ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემო პირობებს, ბუმბულს კი მანამ არ იცვლიან, სანამ ახალი არ ამოუვათ, ამიტომ პინგვინებს ყინვა არ ადარდებთ, მათ ყოველთვის „აცვიათ“ თბილი ბუმბულის საფარი; პინგვინებს კანქვეშ ქონის სქელი ფენა აქვთ, ამიტომ დიდხანს შეუძლიათ ცივ წყალში ცურვა და ხანგრძლივ მოგზაურობებსაც ხშირად აწყობენ (პინგვინები ცურავენ36 /სთ სიჩქარით)ცხოვრების 2/3-ს წყალში ატარებენ. ფრინველთა უმრავლესობისაგან პინგვინი იმით განსხვავდება, რომ სიარულისას სხეული შეუძლია ვერტიკალურ მდგომარეობაში დაიჭიროს, თუმცა პინგვინები ნელა, მოუხეშავად და სასაცილოდ დაბაჯბაჯებენ.
sgsds
  სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად ცურავენ წყალში, ასევე სწრაფად მისრიალებენ ყინულზე მუცელზე გაწოლილნი, შეუძლიათ აცოცდნენ ნებისმიერი დაქანების აისბერგზე და ფრიალო კლდეზე, გადახტნენ წყალში ნებისმიერი სიმაღლიდან, ვერტიკალურად ამოხტნენ წყლიდან 1 მ-ზე მეტ სიმაღლეზე და ღრმად ჩაყვინთონ წყალში (20 მეტრ სიღრმეზე ჩადიან და იკ 80 წუთამდე ძლებენ).პინგვინები ჯგუფურად ცხოვრობენ. საჭიროების შემთხვევაში, პინგვინების ჯგუფი იკრიბება და მოლაპარაკებას იწყებს, ინაწილებს ფუნქციებს, ათვალიერებენ ერთმანეთს.  სადილობის შემდეგ, როდესაც პინგვინები ყინულზე წვებიან დასასვენებლად, როგორც წესი, პოსტზე ტოვებენ გუშაგს. შემდეგ იწყება ყარაულის ცვლა. გარკვეული დროის შემდეგ, პინგვინი-გუშაგი მიდის ერთ-ერთ მძინარ პინგვინთან და შენჯღრევით აღვიძებს მას. გამოღვიძებული პინგვინი იკავებს პოსტს, ყოფილი გუშაგი კი იძინებს. ყარაული ყურადღებით უკვირდება ცას, რათა დაიცვას ამხანაგები პომორნიკისაგან, რომელიც პინგვინთა უსასტიკესი მტერია. გუშაგი განგაშს სტეხს და პომორნიკიც ხახამშრალი რჩება. (ეს ძალიან საინტერსოა ფაქტია, მშვენიერი გუნდია : ) )             


                                                        ცხენები

     ცხენი — ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან. საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება. თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით. იმის გამო, რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს. შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე. ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს. ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ. ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება. მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.
ცხენს კარგი მხედველობა, სმენა და ყნოსვა აქვს. შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი. მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას. ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა მწერები. მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს მწერები. მწერების მოგერიებაში ცხენს ეხმარება გრძელი კუდიც. ცხენი ბალახის მჭამელი ცხოველია. მცენარეული საკვების შესაბამისად აგებულია მისი კბილები და კუჭ-ნაწლავიც. ცხენი არ ცოხნის საკვებს მან საძოვარზევე უნდა მოასწროს საკვების დაღეჭვა. ამიტომ ძალიან კარგად განვითარებული კბილები აქვს, რის გამოც მისი ყბებიც გრძელია: გრძელი ყბები კი ცხენის თავს წაგრძელებულ ფორმას აძლევს. ზედა და ქვედა ყბის წინა ნაწილში ექვს-ექვსი დიდი და წინ დახრილი მჭრელი კბილი აქვს. ამ მჭრელებით ცხენი ბალახს გლეჯს. ეშვები მხოლოდ ულაყს აქვს, მაგრამ ისინი ძალიან დაპატარავებულია. მჭრელების უკან ყბებზე უკბილო მანძილია, რომლის შემდეგ ორივე ყბის თითოეულ მხარეზე ექვსი ძირითადი კბილია. ძირითადი კბილები დიდია, მათი ზედაპირი ბრტყელია და მინანქრის ნაოჭებითაა დაფარული.ასეთი კბილების საშუალებით ცხენი ძალიან კარგად ღეჭავს ბალახს, თივას და სხვა მცენარეულ საკვებს. ცხენის კუჭი დიდი მოცულობისაა, მაგრამ მარტივი აგებულებისა, ე. ი. არ არის დაყოფილი, როგორც მცოხნელებში. სამაგიეროდ ცხენს გაცილებით დიდი ბრმანაწლავი აქვს, ვიდრე მცოხნელებს. ძნელად მოსანელებლი მცენარეული საკვები ნაწილობრივ ბრმა ნაწლავში განიცდის მონელებას.

                                                             ლომები
  ლომი — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.

ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს ()იშვიათად მეტს. ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობადი) მრავლდება.


პრაიდებად, რომელიც ითვლის, დაახლოებით, 12 ძუ ლომს და 5-6 ხვად ლომს. ოჯახს მართავს ყველაზე დიდი და ძლიერი ლომი. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. ხვადი ლომი ბევრად დიდია ძუ ლომზე და, მისგან განსხვავებით, აქვს სქელი და ხშირი ფაფარი. იმის გარდა, რომ ფაფარი ლომს მეტად შთამბეჭდავ იერს აძლევს, იგი ასევე იცავს კისრის ნაწილს მტერთან შეტაკების დროს. მონადირის მოვალეობები ძუ ლომებს აკისრიათ, რადგან ისინი ხვად ლომებწე მეტად წრაფები არიან. ცობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური. ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). ნადირობენ შებინდებისას და ღამით. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის.ძუ ლომები როგორც წესი აჩენენ 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. დაბადებისას ხალები აქვთ. მათ აღზრდაზე მთელი ოჯახის ძუ ლომები ზრუნავენ. დაახლოებით, სამი თვის ლომის ბოკვერები ხორცის ჭამას იწყებენ, თუმცა მომდევნო სამი თვის განმავლობაში განაგრძობენ ოჯახის წევრის რომელიმე ძუს რძით გამოკვებას.
                                                      ლეოპარდი და ავაზა

  
სხვადასხვა პოსტის კომენტარებში იმდენჯერ მომიწია ამ საკითხის ახსნა, რომ გადავწყვიტე, ერთი პოსტი დამეთმო.
თუკი თქვენთვის ლეოპარდი და ავაზა ერთნაირი ჩანს, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, მსოფლიოში უამრავ ადამიანს უჭირს მათი გარჩევა. დაუკვირვებელი ადამიანისთვის ეს მართლაც ძნელია, თუმცა მათ შორის მაინც არის შესამჩნევი სხვაობა, რომელსაც ამ პოსტში გაგაცნობთ. დავიწყოთ გარეგნობით.

ყველაზე მარტივი სხვაობა ჩემი აზრით არის ის, რომ ავაზას სახეზე ორი შავი ზოლი აქვს, ე.წ. “ცრემლის ხაზები”, რომლებიც იწყება თვალებიდან და პირთან მთავრდება (მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს მას განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს). გამომდინარე იქიდან, რომ ავაზა დღისით ნადირობს, ეს შავი ზოლები შთანთქავს სინათლეს და იცავს მას დროებითი სიბრმავისგან, სინათლის დიდი ნაკადის გამოსხივების შემთხვევაში. ლეოპარდს კი თვალის გარშემო თეთრი ზოლი აქვს. ეს თეთრი ზოლი ღამით მხედველობაში ეხმარება მას, გარშემო საგნებიდან არეკლილ სინათლეს აძლიერებს და უკეთ დაკვირვების საშუალებას აძლევს.
მეორე, ცოტა უფრო ძნელად შესამჩნევი სხვაობა ლაქებშია. ავაზას სახეზე ცოტა ლაქა აქვს, დანარჩენი სხეული კი მთლიანად ლაქებითაა მოფენილი. რაც შეეხება ლეოპარდს, მის ლაქებს სპეციფიკური ფორმა აქვს, რომელსაც გაშლილ ვარდს ადარებენ ხოლმე . მსგავსი ლაქები აქვთ ოცელოტს, იაგუარს, ლომს, ვეფხვს, ასევე ჰიბრიდებს – ლაიგერსა და ტაიგონს.
ზოგჯერ ავაზებში ადგილი აქვს მუტაციას და ჩნდება ე.წ. სამეფო ავაზა. მისი ლაქები ხშირად ერთიანდებიან და ზურგზე გრძელი ზოლები მიიღება, სხეულზე არსებული ლაქები კი ჩვეულებრივი ავაზისას არ ჰგავს. 
           
                                                                                    დათვები
  
   მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. არქტიკული ფაუნის ტიპობრივი წარმომადგენელი. გავრცელებულია ჩრდილოეთ ყინილოვანი ოკეანის კუნძულებსა და სანაპიროებზე. მამრის სხეულის სიგრძე 2.5-3 მ, ხოლო მდედრის 2-2.5 მ აღწევს. მამრების წონა 400-650 კგ (იშვიათ შემთხვევაში 1000კგ), ხოლო მდედრების 175-300 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-30 წელია. სხეული დაფარულია თეთრი (მოყვითალო), ხშირი, გრძელი ბალნით. თეთრი დათვის ძირითადი საკვებია სელაპი, ჭამს აგრეთვე თევზს, ფრინველებსა და მათ კვერცხებს, ლეშს. ზამთრის ძილს არ ეძლევა. კარგად ცურავს და ყვინთავს. ცურვაში ეხმარება სქელი კანქვეშახიმის ფენა, რომელიც ამცირებს ცხოველის კუთრ წონას და იცავს მას სიცივისაგან. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შობს 1-2, იშვიათად 3 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4 წლისა (მამალი უფრო გვიან). თეთრი დათვის ტყავს იყენებენ ნოხად, ხორცს - საკვებად. ზოოექსპორტის ძვირფასი ობიექტია. მასზე ნადირობა ზოგ ქვეყნებში აკრძალულია, ზოგან კი - შეზღუდული.
ჩრდილოეთ პოლუსის ყინულები, რომელიც გადაჭიმულია რუსეთამდე, გრენლანდიამდე, ნორვეგიამდე, კანადასა და აშშ-მდე, თეთრი დათვის არასტუმართმოყვარე სამმშობლოს წარმოადგენს. თეთრი დათვი ერთ-ერთე უდიდესია დათვებს შორის. ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი — ყველაზე დიდი.
თეთრი დათვის ლათინური დასახელება ნიშნავს „ზღვის დათვს“, რადგან იგი გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც ყინულებიანი ზღვა ხვდება დედამიწას. წყალი მათთვის სახლივით არის. თეთრი დათვი საუკეთესო მცურავი და მყვინთავია. წყალში იგი 20 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, ხოლო წყალქვეშ ორი წუთის განმავლობაში ძლებს. წყალში მათ იცავთ კანქვეშა საიზოლაციო ცხიმის სქელი ფენა და წყალგაუმტარი ბეწვი.
თეთრი დათვის ხშირი ბეწვი ძალიან ღია ყვითელი ფერისაა იმისათვის, რომ შეერწყას თოვლიან გარემოს. კიდურების მიდამოებში ბეწვი გრძელია, რაც ეხმარება დათვს სრიალა ყინულზე გადაადგილებისას. თეთრ დათვს დიდი მანძილის გავლა შეუძლია. ის გაცილებით მეტს მოძრაობს, ვიდრე სხვა დათვები. თეთრი დათვი არა მარტო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებთან ცხოვრობს, არამედ ხშირად მცურავ ყინულებზეც გვხვდება. ასეთი ყინული ზოგჯერ 50 000 კვ.კმ

                                                                        ჟირაფი                                                                                                       
მოკლე სხეული, გრძელი მაღალი კისერი, პატარა თავი, დიდი თვალები, მოკლე და ვიწრო ყურები, პატარა რქები ალბათ ყველანი მიხვდებით რომ საუბარია ჟირაფზე დამერწმუნეთ ძალიანს საინტრესო პოსტი გამოვა, მოდით ეხლა უფრო დეტალურად ვისაუბროთ მათზე... ჟირაფი მცოხნელი ძუძუმწოვარების ოჯახის წარმომაგენელია. ზრდასრული ჟირაფის სიმაღლე 5-6 მეტრს, მასა 550-1800 კგ აღწევს. იკვებება აკაციის ფოთლებით და ტოტებით. აქვს კარგი მხედველობა და სმენა. მაკეობა 420-450 დღეს გრძელდება. ჟირაფის ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს - სხვადასხვა ნაკეთობისათვის ახალდაბადებული ჟირაფი სიმაღლეში 1.8 მეტრია. ჟირაფი ერთ–ერთი იმ ცხოველთაგანია, რომელიც რქებით იბადება მეცნიერულ ენაზე ჟირაფს “Camelopardalis”–ი ქვია
ყველა ჟირაფს განსხვავებული ტყავის ფორმა აქვს ზრდასრული ჟირაფის ენა 30 სმ–ია ერთი ნაბიჯის გადადგმით ჟირაფი 4 მეტრს გადის ჟირაფს დღის 24 საათიდან 5–30 წუთი სძინავს საშუალოდ ჟირაფი 20–25 წელი ცხოვრობს ზრდასრულ მამალ ჟირაფს შეუძლია 50კგ. საჭმელი ჭამოს დღეში ჟირაფს შეუძლია ერთი ფეხის დარტყმით მოკლას ლომი ჟირაფის გული 11 კილოა ნებისმიერ ჟირაფს შეუძლია როგორც დაწოლილმა ისე ფეხზემდგომმა იმშობიაროს გააჩნია როგორ ხასიათზე ჟირაფი მარსიდან გადმოსახლებული მრავალსქესიანი ნანობოტია.

                                                                                                                                                                                                                                      სპილო



  სპილოსებრნი — ძუძუმწოვრების ოჯახი ხორთუმიანების რიგისა. ტანად დიდი ცხოველები. მათი სიმაღლე 3,5 , ხოლო მასა — 4-5  აღწევს. აქვთ მასიური სხეული, დიდი თავი, მოკლე კისერი, ბოძისებური ფეხები, წინა ფეხი 5-თითიანია, უკანა 5 ან 4-თითიანი. თითოეულ თითს პატარა ჩლიქი შეესატყვისება. ზედა ტუჩისა და ცხვირის ერთმანეთთან შეზრდის შედეგად წარმოქმნილია გრძელი და მოქნილი ხორთუმი. იგი წარმოადგენს შეხებისა და ყნოსვის, ამავე დროს საგნების გადასაადგილებელ ორგანოს. ყბებზე 4-4 კბილი აქვთ. კბილები დროთა განმავლობაში ცვდება და მათ ადგილს იკავებს მომდევნო კბილები, რაც ცხოველისსიცოცხლის განმავლობაში 6-ჯერ მეორდება. ეშვები არა აქვთ. ზედა შუა საჭმრელები წაგრძელებულია და ქმნიან შუანებს, რომელთა სიგრძე შეიძლება 4 მ, ხოლო მასა 100 კგ აღწევდეს. შუანები აქვთ მხოლოდ მამლებს, იშვიათად უვითარდება დედალ აფრიკულ სპილოს (თანაც მეტად მოკლე). სპილოსებრთა კუჭი მარტივია, კანის სისქე 3-4 სმ აღწევს. ბალნიანი საფარველი რედუცირებულია. მაკეობა 628 დღემდე (ზოგი ცნობით 24 თვემდე) გრძელდება. შობენ ერთ ნაშიერს, რომლის მასა 90 კგ აღწევს. სქესობრივად მწიფდებიან 17-20 წლისა, ცოცხლობენ 80 წლამდე. იკვებებიან მცენარეებით, ზოჯერ ჭამენ მსხვილ ტოტებს, ფიჩხებს, ფოთლებს, ხის ქერქს. საკვების ძებნისას ხშირად 100 კმ-ზე მეტის გავლა უხდებათ. თავისუფლად იკაფავებ გზას უღრანსა და დაბურულ ტყეში, ჭაობიან ადგილებში და სხვა. წყალს ხორთუმით იღებენ და პირში ისხამენ. ცხოვრობენ ჯოგებად, რომლებშიც თავს იყრის 10-დან 100-ზე მეტი ეგზემპლიარი.

                                                            კურდღელი



საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა - რუხი კურდღელი.

კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის

შემთხვევები და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბანლით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე თოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე-ნახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს და დღეს ძილში ატარებს, კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან, განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიც იპარებიან.

ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია.

კურდღელი საქართველოში მეტნაკლები რაოდენობით ყველგან, მთაშიც და ბარშიც გვხვდება - მთაში მისი გავრცელების არეალი თითქმის 2500 - 2700 მეტრ სიმაღლემდე აღწევს, იგი ძირითადად ვრცელ გაშლილ ადგილებს, ბორცვებს, მთისწინებს და ნახევარუდაბნოებს ეტანება. მასთან შეხვედრა ტყის მასივებშიც შესაძლებელია. განსაკუთრებით უყვარს . მინდვრები სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები.

საქართველოში კურდღლის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა, იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება.
      

კურდღელზე ნადირობის უამრავი წესი არსებობს, საქართვეეოში ძირითადად ნადირობენ მდევრებით (ძაღლებით) და კვალზე ნადირობა(უძაღლოდ).

მდევრებით კურდღელზე სანადიროდ ყველაზე მოსახერხებელი ადრიანი დილაა. როგორც ავღნიშნეთ კურდღელი ღამის ცხოველია, მას სადაც წამოათენდება იქ მოეწყობა და გაინაბება. ცნობილია რომ განაბული კურდღელი ძალიან უმნიშვნელო სუნს გამოსცემს, კარგად დაგეშილ ძაღლებს განაბული კურდღლის სუნის ყნოსვა 5 – 10 მეტრ მანძილზე შეუძლიათ. თავად კურდღელი მოახლოვებულ საფრთხეს და მოწინააღმდეგის სუნს შორ მანძილზე გრძნობს, ამიტომ უკეთესია სისხამ დილით კურდღელზე ნადირობისას ქარის საპირისპირო მიმართულებით ვიმოძრაოთ და ისე მოვჩხრიკოთ წინასწარ შერჩეული ტერიტორია. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და წარმატებული ნადირობის საწინდარია ნადირობის ადგილზე დილით ადრე მისვლა, ისე რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მისვლისას დაგვათენდეს. კურდღელზე სანადიროდ სასურველი და საუკეთესოა წყნარი უქარო დილაა, თუ კი გამთენიისას ოდნავ წამოწვიმა ეს მისწრებაა, რადგან ამ დროს ნადირის სუნს მდევრები უფრო მძაფრად აღიქვამენ. ზამთარში საუკეთესოა ახალი გაუკვალავი თოვლი. კურდღელზე ნადირობისათვის არასაურველი ამინდია, როდესაც გვალვაა დ არ არის ნამი. ზამთარში ალაგ-ალაგ შემორჩენილია თოვლი და მიწა გაყინულია, ძლიერი წვიმის შემდეგაც ხშირად ნადირობა უშედეგოდ მთავრდება ხოლმე რადგაკვალი ირეცხება. საერთოდ რთულია დაარახელსაყრელია ქარიან ამინდში ნადირობა. კურდღელზე სანადიროდ 2 – 3 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები საუკეთესოა, თუმცა ზოგი მონადირე უფრო წვრილ 4-5 ნომერს იყენებს.რაც შეეხება ფარით ნადირობას იგი ბრაკონიერობად ითვლება და ისჯება კანონით!
კურდღელზე ნადირობა დაშვებულია 1 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე.